„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ყოფილი გენერალური მდივნის, გიგლა ბარამიძის განცხადებით, მან პარტია დატოვა, თუმცა პოლიტიკაში რჩება.
„უახლოეს პერიოდში, როდესაც ჩემი გეგმები უფრო ჩამოყალიბებული იქნება ჩემს ცნობიერებაში და თუ ვინმეს დააინტერესებს, ამის შესახებ აუცილებლად ვაცნობებ. ახლა ვიმარჩიელო და მჯიღი ვიკრა, როგორც ზოგიერთები ამას აკეთებენ, აქედან იქ მივდივარ და იქედან აქ, მე მეცინება სხვაზე და ჩემს თავზე ხომ არ ვიტყვი ამას. ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება. ახლა თავში ბევრი რამ ტრიალებს. ვნახოთ, მომავალში რა იქნება“, – განაცხადა გიგლა ბარამიძემ “რუსთავი 2”-თან.
ცნობისთის, დღეს ცნობილი გახდა რომ „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ პარტია დატოვა.










