ოპოზიციის წარმომადგენელს, გუბაზ სანიკიძეს გადაწყვეტილი არ აქვს, იქნება თუ არა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარობის ერთ-ერთი კანდიდატი. ამის შესახებ სანიკიძემ “პრაიმტაიმნიუსტან“ განაცხადა. როგორც სანიკიძემ აღნიშნა, ის სამომავლოდ არც ერთი პარტიის წევრობას არ აპირებს.
„ვიქნები თუ არა მაჟორიტარობის კანდიდატი, არ მაქვს გადაწყვეტილი. პარტიაში არსად მიხილავთ. უკვე არც ერთი პარტიის წევრობას აღარ ვაპირებ. პარტიულობა უკვე დავამთავრე. ბევრი რაღაცის გამო. აწი ვაგებ მხოლოდ ჩემს ქმედებებზე პასუხს, სხვის ქმედებებზე ვეღარ ვაგებ პასუხს“,- განაცხადა სანიკიძემ.
იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის პანდემიამ დღის წესრიგი არ შეცვალა, საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნების შემდეგ, პარლამენტი 30 მაჟორიტარით და 120 – პროპორციულ სიაში შესული შესული დეპუტატით დაკომპლექტდება.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











