პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მან ყოფილ პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე საუბარი დაასრულა.
„არ მსურს ამ თემაზე ვრცელი კომენტარი გავაკეთო. ეს არ არის ჩემი პრეროგატივა. იუსტიციის მინისტრის უახლოეს რამდენიმე საათში წარდგება საზოგადოების წინაშე და გააკეთებს განმარტებებს. მე პატიმრებზე საუბარი დავასრულე. ქვეყანაში არის უამრავი პრობლემა და მხოლოდ ამ თემაზე მაქვს საუბარი და კონცენტრირება“, – განაცხადა პრემიერმა.











