სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა ჩატარდება. წირვას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე მღვდელმთავრებთან ერთად, 10:00 საათიდან აღავლენს.
ამასთან დაკავშირებით, საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა:
„14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე ტაძართან მისასვლელად მანქანის საშვები არ იქნება საჭირო. ვირუსთან დაკავშირებით ხალხის უსაფრთხოების მიზნით ტაძრის ეზოში შემომსვლელთ გაეზომებათ ტემპერატურა. აუცილებელია ყველას ჰქონდეს პირბადე და დაცული იყოს დისტანცია”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
სვეტიცხოვლობა საქართველოში უქმე დღედ არის გამოცხადებული.











