პაციენტს მოგზაურობის ისტორია არ ჰქონია, მაგრამ ქონდა კონტაქტი ადამიანთან, ვისაც ქონდა მოგზაურობის ისტორია, ის ადამიანი საქართველოში აღარ არის, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში დაფიქსირებული ყველა კოვიდდადებითი შემთხვევა გადაამოწმეს და მათგან სამი საეჭვო აღმოჩნდა, იმ სამის კვლევის შედეგად კი ერთს კორონავირუსის ახალი შტამი დაუდასტურდა.
“როდესაც გამოქვეყნდა პირველი მონაცემები, რომ ბრიტანეთში გაჩნდა ასეთი შტამი და გამოქვეყნდა სამეცნიერო მტკიცებულებები რა შემთხვევაში შეიძლებოდა ეს ყოფილიყო, ჩვენ ვნახეთ ყველა დადებითი შემთხვევა საქართველში, რაც კი იყო ლაბორატორიაში, იმისათვის რომ მოგვენახა საჭვო შემთვევები.
საეჭვო დადებითი შემთხვევა არის როდესაც სამი გენიდან, რომელიც პისიარში გამოიყენება სამიზნედ, ორი იყო დადებითი, ერთი არ იყო დადებითი, ასეთი იყო სამი შემთხვევა, რომელიც ჩვენ ავიღეთ.
იყო მხოლოდ სამი შემთხვევა, როცა ორი გენი იყო დადებითი და ერთი გენი არ იყო დადებითი და ამიტომ აირჩა როგორც საეჭვო შემთხვევა”, – განაცხადა იმნაძემ.











