fbpx
14/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

პედაგოგობიდან აშშ-ს პირველი ლედის სტატუსამდე – ვინ არის ჯილ ბაიდენი

14:13 ნოემბერი 8, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.4k
ნახვა

„მე ვარ ჯილის მეუღლე. მისი სიყვარულისა და მხარდაჭერის გარეშე დღეს მე აქ არ ვიდგებოდი. იფიქრეთ თქვენ საყვარელ პედაგოგზე, რომელმაც სწავლის პერიოდში საკუთარი თავის რწმენა განგიმტკიცათ. სწორედ ასეთი პირველი ლედი იქნება თქვენთვის ჯილი“,- ასე წარუდგინა აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საზოგადოებას მეუღლე.

„პირველი, რაც უნდა იცოდეთ ამერიკის შემდეგი პირველი ლედის შესახებ, არის ის, რომ ჯილ ბაიდენი – ინგლისური ენის პროფესორია, მას ოთხი აკადემიური ხარისხი აქვს, მათ შორის დოქტორის წოდება. ის აპირებს შეინარჩუნოს ყოველდღიური სამუშაო თეთრ სახლში გადასვლის შემდეგ“,- წერს USA Today.

ჯო ბაიდენის მეუღლე არ იცხოვრებს ისე, როგორც აქამდე ამერიკის პრეზიდენტების სხვა ცოლები ცხოვრობენ. ის იქნება პირველი ლედი და ამავე დროს, გააგრძელებს მუშაობას კოლეჯში, როგორც აქამდე მუშაობდა. თეთრ სახლში გადასვლის შემდეგ ჯილ ბაიდენი სამუშაოს არ მიატოვებს.

ვინ არის ჯილ ბაიდენი და რა გზა გაიარა, სანამ აშშ-ს პირველი ლედი გახდებოდა

პოლიტიკური კარიერა:

ჯო ბაიდენის აშშ-ს ვიცე პრეზიდენტად ყოფნის პერიოდში (2009-2017), ჯილ ბაიდენი  ე.წ. „მეორე ლედის“ ტიტულს ატარებდა.

ამ პერიოდში ჯილ ბაიდენის საქმიანობაში შედიოდა საზოგადოებრივი კოლეჯების პოპულარიზაცია, ძუძუს კიბოს პრევენციის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ა.შ.

ჯილმა მიშელ ობამასთან ერთად ასევე წაიმოიწყო ე.წ. „ძალების გაერთიანების კამპანია“, რომელიც სამხედრო ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერას ითვალისწინებდა. კერძოდ, იმას, რომ მათთვის საგანმანათლებლო პროგრამები და დასაქმების რესურსები მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გაეხადათ.

2012 წელს ჯილმა გამოაქვეყნა საბავშვო წიგნი სახელწოდებით – „ნუ დაივიწყებთ, რომ ღმერთი აკურთხებს ჩვენს ჯარს“.

ჯო ბაიდენის 2020 წლის საპრეზიდენტო კამპანიის პერიოდში, ჯილი მეუღლეს გვერდით ედგა და მასთან ერთად ყველა ღონისძიებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა.

|ადრეული წლები – პედაგოგის კარიერა

ჯილ ჯეიკობს ტრეისი 1951 წელს აშშ-ში, ნიუ-ჯერსის შტატში დაიბადა. ხუთი დიდან ჯილი ყველაზე უფროსი იყო.

ჯილი ათწლეულების განმავლობაში მასწავლებლად მუშაობდა. ის ფლობს ბაკალავრისა და  ორი მაგისტრატურის დიპლომს. 2007 წელს დელავერის უნივერსიტეტში დოქტურანტურაზე სწავლით მან განათლების დოქტორის ხარისხი მოიპოვა.

ვაშიგტონში გადასვლამდე ჯილი სათემო კოლეჯში, საჯარო სკოლასა და მოზარდების ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მასწავლებლად მუშაობდა.

სანამ მისი მეუღლე, ჯო ბაიდენი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა, ჯილი ჩრდილოეთ ვირჯინიის სათემო კოლეჯში ინგლისურს ასწავლიდა.

„მასწავლებლობა მხოლოდ პროფესია არ არის. ის ზუსტად გამოხატავს იმას, თუ ვინ ვარ მე“,- დაწერა Twitter-ზე მიმდინარე წლის აგვისტოში ჯილმა.

Teaching is not what I do. It's who I am.

I'll be giving my convention speech tonight from my former classroom.

Brandywine High School. Room 232. pic.twitter.com/NXx1EkqVGq

— Dr. Jill Biden (@DrBiden) August 18, 2020

|ჯო ბაიდენი და ჯილი

სანამ ჯილი ბაიდენზე დაქორწინდებოდა. ის კოლეჯის ყოფილი ფეხბურთელის, ბილ სტივენსონის ცოლი იყო.

ჯოზეფმა ჯილი 1975 წელს გაიცნო. იმ პერიოდში დელავერის შტატის სენატორის პოსტს იკავებდა. ჯილი კი კვლავ კოლეჯში სწავლობდა.

„ყველა ბიჭს, რომელსაც კი ვხდებოდი მუდმივად ჯინსები და ჩვეულებრივი მაისურები ეცვა. როდესაც ჯო პირველად ვნახე, ის ქურთუკსა და ტყავის ფეხსაცმელში იყო გამოწყობილი. გულში გავიფიქრე: ღმერთო, ეს ურთიერთობა არასდროს გამოვა. ის ჩემზე 9 წლით უფროსი იყო“,- განუცხადა ჯილ ბაიდენმა Vogue-ის პირველი პაემნის შემდეგ.

"How did you get this number?"

Those were the first words I spoke to Joe when he called me out of the blue on a Saturday in 1975.

I’ll be speaking tonight at the #DemConvention. I hope you’ll tune in! pic.twitter.com/t0amDEM2kT

— Dr. Jill Biden (@DrBiden) August 18, 2020

ჯილის თქმით, ბაიდენმა მას ხელი 5-ჯერ სთხოვა, სანამ ის საბოლოოდ დასთანხმდებოდა.

„არ შემეძლო ჯოს შვილებს კიდევ ერთი „დედა“ დაეკარგათ. ამიტომ, მინდოდა 100%-ით დარწმუნებული ვყოფილიყავი ყველაფერში, სანამ ცოლობაზე დავთანხმდებოდი“,- ამბობს ჯილი.

ცნობისთვის, ჯო ბაიდენს პირველი მეუღლე ნეილია და 13 თვის შვილი ნაომი ავტოკატასტროფაში დაეღუპა. 2015 წელს ბაიდენმა მეორე შვილი, ბო ბაიდენი დაკარგა. ბო ავთვისებიანი სიმსივნით გარდაიცვალა.

საბოლოოდ, წყვილმა 1977 წელს ნიუ-იორკში იქორწინა. 1981 წელს მათ ქალიშვილი ეშლი შეეძინათ.

ავტორი: ნინი ტაველიძე, საინფორმაციო პორტალი PTN.ge

 

ჯო ბაიდენის პოლიტიკური გზა – ფაქტები ბიოგრაფიიდან

 

თეგები: ჯილ ბაიდენის გზა

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

ამერიკის პირველი ლედი ჯარისკაცებს ორცხობილებით გაუმასპინძლდა

იანვარი 23, 2021
828

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია