აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის თქმით, აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 2020 წლის ბოლომდე იქნება ხელმისაწვდომი. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„უამრავი კომპანია მუშაობს ვაქცინაზე. რამდენიმე კომპანია ვაქცინის გამოცდის მე-3 ეტაპზეა. ვფიქრობ, წლის ბოლომდე ვაქცინა გვექნება“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
მაიკ პენსის თქმით, აშშ უკვე აწარმოებს ვაქცინის მილიონობით დოზას, რათა ამერიკელი ხალხისთვის მისი მიწოდება შეძლონ, როგორც კი ვაქცინის ეფექტურობა და უსაფრთხოება დადასტურდება.











