პერსონალურად ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობა მოლაპარაკების შედეგს აზიანებს, არ მიიყვანს სიტუაციას კრიზისის განხმუხტვამდე, უფრო პირიქით, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა გიგი უგულავამ განაცხადა.
„გვინდა მოვუწოდოთ „ქართულ ოცნებას“, თავი შეიკავოს ამ პროვოკაციული ნაბიჯისგან, რაუნდები – თუ ასეთი იქნება, წარმოდგენილი იყოს სხვა ლიდერებით.
ამასთანავე, ჩვენ, „ქართულ ოცნებას“ არ მივცემთ შესაძლებლობას, ხელი გაიშვიროს და რაიმე მოგონილი საბაბით ჩაშალოს მოლაპარაკება, რომელმაც კრიზისი უნდა განმუხტოს“,- განაცხადა გიგი უგულავამ.











