კორონავირუსით ინფიცირებული უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
„მას ორმხრივი პნევმონია აქვს. ახლა საავადმყოფოშია, სადაც მას კომპელქსური მკურნალობა უტარდება. სამწუხაროდ, შედედდა სისხლი. ექიმებსაც კი არ შეუძლიათ მისთვის სისხლის აღება ანალიზის ჩასატარებლად, რათა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აკონტროლონ“,- განაცხადა პოროშენკოს მეუღლემ, მარინა პოროშენკომ.
შეგახსენებთ, რომ პოროშენკოს კორონავირუსი 29 სექტემბერს დაუდასტურდა.











