Pfizer-მა ვაქცინის წარმოების პროცესი გააუმჯობესა და წინა თვის მონაცემებით, მისი დამზადების მაჩვენებელი ორჯერ უფრო მეტად გაიზარდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ორშაბათს, აღნიშნული კომპანიის პრესსპიკერმა – ემი როუზმა განაცხადა, რომ Pfizer-ს ვაქცინის წარმოების დროის, თითქმის განახევრების მოლოდინი აქვს. მისი თქმით, ვაქცინის ერთი პარტიის შექმნას 110 დღიდან საშუალოდ, 60 დღე დასჭირდება.
უნდა აღინიშნოს, რომ COVID – 19-ის ვაქცინის ერთი სერიაში, 1 მილიონიდან 3 მილიონამდე შრატის დოზა იგულისხმება.
ემა როუზის განცხადებით, იმ „გენეტიკური მასალის“ შექმნას, რომელიც ვაქცინის ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილია, თავდაპირველად 16 დღე სჭირდებოდა, თუმცა მალე, მისი წარმოება 9-10 დღემდე შემცირდება.











