ფაქტია, რომ პარლამენტში შემოვლენ, აბა, სხვაგან სად წავლენ, – ამის შესახებ დეპუტატმა პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
„რა ინფორმაციასაც ვფლობ, აზრთა გაცვლა-გამოცვლა და პოზიციების დაახლოება საკმაოდ ინტენსიურად მიდის. პარლამენტში რომ შემოვლენ, ეს ხომ ფაქტია. აბა, სხვა სად წავლენ?! თავიდან ისე წარმოაჩენდნენ, არიქა, ჩვენ სამშობლოს ვუღალატეთ, საქართველო დავახურდავეთ, გავყიდეთ 30 ვერცხლად. ასე წარმოაჩინეს მაშინ, როდესაც გულის სიღრმეში თავადაც იცოდნენ, რომ აუცილებლად მოუწევდათ პარლამენტში შემოსვლა და მოლაპარაკებების ერთ-ერთი წინაპირობა ესაა. არ მინდა, მოლაპარაკების დასკვნით ეტაპზე ნიშნის მოგებით საუბარი, ხალხი ყველაფერს მიხვდება. პოზიციების დაახლოება ინტენსიურად მიდის და ძალიან ცოტა საკითხი დარჩა, სადაც პოზიციები არ დაახლოებულა”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.











