ფარავნის ტბასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.











