„ფართოვდება პირთა წრე, ვისაც კორონავირუსზე მიზნობრივი ტესტირება ჩაუტარდება“, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
„ჩვენ კიდევ ერთხელ უფრო ვაფართოვებთ მიზნობრივ ტეტირებას და კიდევ უფრო ვაფართოვებთ იმ ჯგუფებს, რომლებიც მომეტებული რისკის ქვეშ არიან და რომლებიც ეტაპობრივად დაექვემდებარებიან ტესტირებას. ანუ, მათ ჩაუტარდებათ ტესტირება გარკვეული ეტაპების დაცვით და ეს წრე უფრო გაფართოვდება, ანუ იქნება მზარდი“,- განაცხადა მეზვრიშვილმა.
ბოლო მონაცემებით ქვეყანაში კორონავიურისის 879 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 704 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 გარდაიცვალა.











