სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანი განცხადებით, ის გადადგომას არ აპირებს. ინფორმაციას DW ავრცელებს.
„ჩემს დღის წესრიგში მხოლოდ ერთი საკითხი დგას – ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველყოფა. სხვა საკითხი – არა“,- აცხადებს ფაშინიანი.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის დედაქალაქში, ერევანში პრემიერის გადადგომის მოთხოვნით აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის პირველმა პირებმა ყარაბაღში ომის დასრულებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გააფორმეს.
მოსახლეობის ნაწილი ნიკოლ ფაშინიანის ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა.
პუტინი-ალიევი-ფაშინიანის ხელმოწერილი დოკუმენტი: მხარეთა შეთანხმება და შედეგები დეტალურად











