სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს. ინფორმაციას Tass-ი ავრცელებს.
„ხალხის მიერ მინიჭებულ სტატუსზე უარის თქმას მხოლოდ ხალხის ნების გამოვლინების საიმედო შედეგების საფუძველზე შევძლებ. ვიდრე ნების ასეთი გამოვლინება არ შედგება, პრემიერ-მინისტრის ფუნქციების შესრულებას განვაგრძობ“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
შეგახსენებთ, რომ სომხეთში, პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებმა მთიან ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ შეთანხმება გააფორმეს.











