მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების განთავსება, შესაძლოა, კონფლიქტის ოპტიმალური გადაწყვეტა იყოს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
„მხარს ვუჭერ კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების განთავსებას, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ეს კონფლიქტის ყველა მხარისთვის მისაღები უნდა იყოს“,- აცხადებს ფაშინიანი.
როგორც ფაშინიანმა განაცხადა, ევროპამ მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს იმისთვის, რომ თურქეთის მიერ აზერბაიჯანის მხარდაჭერა შეაჩეროს.
შეგახსენებთ, როომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება 27 სექტემბრის მერე არ წყდება.











