სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში იმყოფება.
როგორც ფაშინიანმა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხს ერთმანეთთან საუკუნეების განმავლობაში მეგობრობა აკავშირებს.
„სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონში არის უამრავი კონფლიქტი და საშიშროება. ჩვენ ვცდილობთ, ერთმანეთს დავეხმაროთ.
ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონში არის უამრავი კონფლიქტი და საშიშროება. ჩვენ ვცდილობთ, დიალოგში ერთმანეთს დავეხმაროთ, ყურადღება გავამახვილოთ იმ შესაძლებლობებზე, რომელიც არსებობს. ვფიქრობ, შესაძლებლობების გამოყენების საკითხში ერთმანეთის მხარდაჭერა ის ფორმულაა, რომელიც ჩვენთვის უფრო შესაძლებელსა და ხელმისაწვდომს გახდის რისკების მართვას“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერი ასევე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს. ნიკოლ ფაშინიანი, დელეგაციის წევრებთან ერთად, გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.











