მთიანი ყარაბაღის ირგვლივ კონფლიქტში სომხეთი მზად არის დათმობებზე წავიდეს, თუ აზერბაიჯანი მზად იქნება იგივე ნაბიჯი გადადგას, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სააგენტო „ფრანს-პრესთან“ ინტერვიუში.
„კონფლიქტი ორმხრივი დათმობების საფუძველზე უნდა დარეგულირდეს. მთიანი ყარაბაღი და სომხეთი მზად არიან ასეთი დათმობებისთვის, თუ ბაქო მზად იქნება თანაზომიერ დათმობებზე წამოვიდეს“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.











