აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ენტონი ფაუჩი ამბობს რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ პანდემიის მორიგი ტალღა თავიდან იქნას აცილებული.
ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
„არსებობს ორი გზა, რომელიც დაგვეხმარება კოვიდის მორიგი ტალღა თავიდან ავიცილოთ. პირველი ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომების გამკაცრება და მეორე არის ვაქცინაცია. რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა უნდა გაიკეთოს ვაქცინა“,- აცხადებს ფაუჩიმ.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსით 31,420,331 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაცვლილთა რაოდენობა 568,777-ს შეადგენს.











