აშშ-ს ფარმაცევტული კომპანიის, Moderna-ს მიერ წარმოებულმა კორონავირუსის ვაქცინამ ტესტირებაზე პოზიტიური შედეგები აჩვენა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
აქედან გამომდინარე აშშ-ს მთავარი ეპიდემიოლოგის, ენტონი ფაუჩის თქმით, აშშ-ს კორონავირუსის ვაქცინა წლის ბოლომდე უნდა ჰქონდეს.
„შედეგების მიმართ კარგად ვარ განწყობილი“,- აღნიშნა მან.
ფაუჩის თქმით, ის „არ ინერვიულებს“ თუ ვაქცინა პირველს ჩინეთს ექნება მზად.











