აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტს პრობლემური უწოდა და შეშფოთება გამოთქვა, რომ ახალმა შტამმა იმუნური დაცვა შეიძლება გაარღვიოს.
ინფორმაციას THE HILL-ი ავრცელებს.
„ახალ ვარიანტს მუტაციების სივრცე აქვს. აღნიშნული მუტაციები შემაშფოთებელია იმით, რომ დაახლოებით 32 ან მეტი ვარიანტია ვირუსის სპაიკ-ცილაში“, – აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორის თქმით, კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტის მუტაციების პროფილი მტკიცედ ცხადყოფს, რომ მას უპირატესობა ექნება გადაცემის კუთხით და იმუნური დაცვა შეიძლება გაარღვიოს.











