„გამარჯვება ნაადრევად არ უნდა გამოვაცხადოთ“,- ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი პრევენციულ ღონისძიებებს არ იცავს. არ ატარებენ პირბადეს, რესტორნები და ბარები იხსნება. ამას არ უნდა ვაკეთებდეთ. უნდა მოვიცადოთ იქამდე, სანამ ვაქცინის საჭირო რაოდენობა არ გვექნება და კოვიდის ახალ ტალღების შეჩერება არ შეგვეძლება. გაორმაგებული ზომები და ვაქცინაცია არის ის, რაც აშშ-ს დაეხმარება. გამარჯვება ნაადრევად არ უნდა გამოვაცხადოთ“,- განაცხადა ფაუჩიმ.











