ჯერჯერობით არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმის, რომ კოვიდის „ომიკრონის“ ვარიანტი მის წინა მორბედებზე უფრო საშიშია და ვირუსის მძიმე ფორმებზე იწვევს, – ამის შესახებ აშშ-ის ალერგიის და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„ჯერჯერობით ამის მტკიცებულება არ არსებობს. რამის წინასწარ თქმა ახლა ნაადრევია. სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აქტიურად მუშაობენ, რათა ახალი შტამის შესწავლა უფრო სწრაფად მოხდეს. მათი თქმით, ერთ კვირაში ყველა საჭირო კითხვაზე პასუხი ეცოდინებათ“,- აცხადებს ფაუჩი.











