„კოვიდზე გამარჯვება ნაადრევად არ უნდა გამოვაცხადოთ“,- ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ Guardian-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.
ფაუჩის თქმით, აშშ-ში კოვიდის ახალი შემთხვევების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო.
„თუმცა, ამის მიუხედავად კოვიდზე გამარჯვება ნაადრევად არ უნდა გამოვაცხადოთ, რადგან წინ ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასავლელი. მანამდე, სანამ ვირუსი მსოფლიოში ცირკულირებას განაგრძობს, ახალი შტამების გაჩენი საფრთხე მუდმივად იარსებობს. თუმცა, უნდა ითქვას ის, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება, მით უფრო უსაფთხო იქნება საზოგადოებაში ყოფნა“,- აცხადებს ფაუჩი.
ცნობისთვის, ჯონ ჰოპკინსის მონაცემების მიხედვით, 1 მაისის შემდეგ აშშ-ში კოვიდის შემთხვევებმა 53%-ით იკლო.











