მტკივნეული იყო, როცა ხალხი პანდემიას ცრუ განგაშს უწოდებდა მაშინ, როდესაც საავადმყოფოები პაციენტებით გადავსებული იყო,- ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.
ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
ფაუჩის თქმით, პოლიტიკურმა დაყოფამ ვირუსის გავრცელებას ხელი შეუწყო.
„ვირუსს ერთიანი ძალებით, პოლიტიკური განხეთქილების გარეშე უნდა ვებრძოლოთ. პოლიტიკური დაყოფა იყო პრობლემა, რომელმაც სამწუხაროდ დიდი ზიანი მოგვიტანა“,- განაცხადა ფაუჩიმ.
ცნობისთვის, აშშ-ში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა.











