აშშ-ს წამყვანი ინფექციონისტი, ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ენტონი ფაუჩი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განმარტავს რამდენად შესაძლებელია კოვიდის გადაცემა ყუთებიდან, ან სხვა ნივთების ზედაპირიდან, რომელიც სუპერმარკეტიდან მოგვაქვს.
„თეორიულად აბსოლუტურად შესაძლებელია და ალბათ ხდება კიდეც. თუმცა, დიდწილად, გადაცემის ძირითადი კომპონენტი რესპირატორულია, ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა, ასიმპტომატური ადამიანისგანაც კი ვრცელდება. ვიცით, რომ 50% ინფექციის გავრცელება მოდის ისეთ ადამიანებზე, ვისაც სიმპტომები არ აქვს და არც არასდროს ექნება, ან კიდევ პრესიმპტომატურზე, ანუ ისეთებზე, ვისაც სიმპტომები ჯერ არ აქვს, მაგრამ რამდენიმე დღეში გამოაჩნდება“,- განაცხადა ფაუჩიმ.











