აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ენტონი ფაუჩი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
ინფორმაციას ამის შესახებ France 24-ი ავრცელებს.
„მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოვუწოდებთ, რადგან ვიცით, რომ ვაქცინები ძალიან ეფექტურია. გაიკეთეთ ვაქცინა თქვენი, ქვეყნისა და გარშემომყოფებისთვის უსაფრთხოებისთვის. რაც მეტი ადამიანი აიცრება, მით უფრო სწრაფად შევძლებთ პანდემიაზე კონტროლის დამყარებას“,- განაცხადა ფაუჩიმ.
ფაუჩის განცხადებით, მსოფლიო მოსახლეობის ვაქცინაცია აუცილებელია, რადგან თუ რომელიმე ქვეყანაში ვირუსი ცირკულირებას განაგრძობს, ახალი შტამები წარმოიშობა.
„ეს გლობალური პანდემიაა და გლობალურ პასუხსაც საჭიროებს“,- აღნიშნა ფაუჩიმ.











