„საუკეთესო გზა იმისთვის, რომ კოვიდის მორიგი ტალღა და ლოქდაუნი თავიდან ავიცილოთ, ვაქცინაციაა“,- ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.
„პანდემია ჯერ არ დასრულებულა. თუმცა, თუ ასე ვიფიქრებთ და ვირუსის პრევენციისთვის საჭირო ზომებს არ დავიცავთ, კოვიდის ახალი ტალღა გვექნება. კერძოდ, გაჩნდება ახალი ვარიანტები, რაც იმ დროში დაგვაბრუნებს, როდესაც ყველაფრის ჩაკეტვა და ლოქდაუნის გამოცხადება გვიწევდა“,- განაცხადა ფაუჩიმ.











