აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, თუ ადამიანს კორონავირუსი გადატანილი აქვს, დიდი შანსია, რომ კოვიდის ახალი მუტაციით რეინფიცირდეს, თუ ის დომინანტური გახდება.
ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
„სამხრეთ აფრიკაში მყოფი ჩვენი კოლეგების გამოცდილება აჩვენებს, რომ თუ ადამიანმა უკვე გადაიტანა კორონავირუსი, დიდი შანსია, რომ ის ახალი მუტაციით რეინფიცირდეს, თუ ის დომინანტური გახდება. ეს იმას ნიშნავს, რომ გადატანილი ინფექცია, ადამიანებს რეინფიცირებისაგან არ იცავს“,- განაცხადა ფაუჩიმ.











