აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ენტონი ფაუჩი ამერიკელებს მოუწოდებს კორონავირუსის ვაქცინა აუცილებლად გაიკეთონ, რათა ვირუსის ახალი მუტაციების წარმოქმნა თავიდან იქნას არიდებული.
ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
„აუცილებლად უნდა გაიკეთოთ ვაქცინა, როდესაც თქვენი ჯერი მოვა. ვირუსები მუტაციას მხოლოდ მაშინ განიცდიან, როდესაც ისინი მრავლდებიან. თუ ჩვენ მის გამრავლებას ვაქცინაციით ხელს შევუშლით, ახალი მუტაციების წარმოშობასაც შევაჩერებთ“,- აცხადებს ფაუჩი.











