„მაშინ, როდესაც ათი ათასობით ამერიკელი კორონავირუსით ინფიცირდება და სულ უფრო მეტი მტკიცებულებაა იმისა, რომ ვირუსის ახალი ვარიანტები უფრო სწრაფად ვრცელდება, ზოგიერთი შტატი შეზღუდვებს აუქმებს. ეს გაუგებარია“,- ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.
„მესმის, რომ გვინდა ცხოვრების ჩვეულ რიტმს რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ. მაგრამ თუ საზოგადოების ჯანდაცვის გაიდლაინებს გვერდზე გადავდებთ, ამით ამ პროცესს შევასუსტებთ და უკან დავიხევთ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამერიკაში დღიურად 55-70 000-მდე ახალი შემთხვევა გვაქვს“,- განაცხადა ფაუჩიმ.
შეგახსენებთ, რომ ტეხასისა და მისისიპის შტატების ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 10 მარტიდან პირბადის ტარების ვალდებულება გაუქმდება.











