ვიცოდი პანდემია გაუარესდებოდა, მაგრამ არ მეგონა ასეთი მომაკვდინებელი თუ იქნებოდა,- ამის შესახებ ამერიკის ალერგიისა და ინფექციური დაავადებათა ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
„პანდემიის დასაწყისშივე ვიცოდი, რომ სიტუაცია რთული იყო, მაშინ მოსახლეობას ვუთხარი ფრთხილად ყოფილიყვნენ. 2020 წლის 11 მარტს, ზუსტად ერთი წლის წინ ვთქვი, რომ სანამ სიტუაცია უკეთესობისკენ წავიდოდა, ჯერ უნდა გაუარესებულიყო. მაგრამ, გულწრფელად გეტყვით, რაც სინამდვილეში მოხდა ამან მთლიანად დამშოკა. არ მეგონა თუ ის ასეთი მომაკვდინებელი იქნებოდა“,- განაცხადა ფაუჩიმ.
ცნობისთვის, დღეს კორონავირუსის პანდემიად გამოცხადებიდან ერთი წელი გავიდა.











