„ვფიქრობ, ცხოვრების ჩვეულ რიტმს ზაფხულის ბოლოს მივუახლოვდებით“,- ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.
ინფორმაციას Insider-ი ავრცელებს.
„პროგნოზირება რთულია, თუმცა, ვფიქრობ, ცხოვრების ჩვეულ რიტმს ზაფხულის ბოლოს, შემოდგომის დასაწყისში მივუახლოვდებით. მომავალ ზამთარს კი ნორმალური ცხოვრების მნიშვნელოვან დონეს მივაღწევთ“,- განაცხადა ფაუჩიმ.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსის 31,918,601 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 575,829 ადამიანი.











