აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორს, ენტონი ფაუჩის იმედი აქვს რომ დონალდ ტრამპი მხარდამჭერებს ვაქცინაცის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
ფაუჩიმ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ რესპუბლიკელთა უმრავლესობამ განაცხადა, რომ ვაქცინის გაკეთებას არ გეგმავდა.
NBC-ის ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე – უნდა მოუწოდოს თუ არა მხარდამჭერებს ტრამპმა ვაქცინაციისკენ, ფაუჩიმ შემდეგნაირად უპასუხა:
„იმედი მაქვს ის ამას იზამს, რადგან მათი რიცხვი, ვინც არ გეგმავს ვაქცინაციას, შემაშფოთებლად იზრდება. არ გაიკეთო ვაქცინა პოლიტიკური მიზეზების გამო.. უაზროა“.











