19 წლის გარდაცვლილ ფეხბურთელს გიორგი შაქარაშვილს დღეს დაკრძალავენ.
დაღუპული ფეხბურთელის ოჯახი დამოუკიდებელი ექპერტიზის დასკვნას ელოდება. ცნობილია, რომ ცხედარს ბევრი დაზიანება აქვს, მათ შორის დამსხვრეული აქვს ძვლები. სწორედ ამ ექსპერტიზით უნდა დადგინდეს, როდის აქვს მიღებული დაზიანებები.
შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.
19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.











