fbpx
05/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ფერმერებისთვის აგროდიზელზე შეღავათიანი ფასი შენარჩუნდება

10:36 იანვარი 29, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
928
ნახვა

ფერმერების აგროდიზელით მხარდაჭერის პროგრამა 2021 წლის ბოლომდე გაგრძელდა. ფერმერები დიზელის საწვავს მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეისყიდიან.

ფერმერებისათვის შეღავათიანი პირობებით საწვავის  მიწოდებას ითვალისწინებს მემორანდუმი, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანიას „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ შორის გაფორმდა. პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყება პირველ თებერვალს, ხოლო ფასდაკლების ბარათების გააქტიურება 7 თებერვლიდან, ეტაპობრივად მოხდება.

მემორანდუმს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და კომპანიის „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ დირექტორმა, ლევან გიორგაძემ მოაწერეს ხელი.  ხელმოწერას ესწრებოდნენ  სოკარ ენერჯი ჯორჯიას გენერალური დირექტორი მაჰირ მამედოვი  და   საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი  ფაიგ გულიევი.

„2020 წელს ძალიან წარმატებული აგროდიზელის პროგრამა განხორციელდა „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმთან” თანამშრომლობით. ამ პროგრამით 125 ათასმა ფერმერმა ისარგებლა და მათ 7 მილიონ ლარზე მეტი შეღავათი მიიღეს. ჩვენ 2021 წელსაც ვაგრძელებთ სოკართან თანამშრომლობას. ფერმერებს საშუალება ექნებათ,  შეღავათიანი პირობებით შეიძინონ დიზელი. გვაქვს სიახლეც, რაც ელექტრონულ პლატფორმას გულისხმობს. ფერმერებს აღარ მოუწევთ ქაღალდზე დაბეჭდილი დოკუმენტის წარდგენა ბენზინგასამართ სადგურებზე, ისინი ელექტრონული აპლიკაციით ისარგებლებენ”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

კომპანიის „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი” დირექტორის, ლევან გიორგაძის განცხადებით, სახელმწიფოსთან თანამშრომლობით ხორციელდება პროგრამა, რომლიც ფერმერებს შეღავათიანი პირობებით სთავაზობს დიზელის საწვავს, რითაც ისინი ზოგავენ თანხას სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულებისას.

„პანდემიამ ეკონომიკის მიმართულებით ბევრი პრობლემა გააჩინა. ვფიქრობთ, არც 2021 წელი იქნება მარტივი. ჩვენ, გასულ წელს,  მემორანდუმის საფუძველზე, დიზელს ფასდაკლებით ვაწვდიდით ფერმერებს, რაც ხელს უწყობდა ეკონომიკას. მემორანდუმი გაფორმდა წელსაც,  რომ საწვავი მივაწოდოთ აგროსფეროს და ეს წელი უფრო წარმატებული გავხადოთ“, – განაცხადა  სოკარ ენერჯი ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა, მაჰირ მამედოვმა.

აგროდიზელის შეღავათიან ფასად მიღებას კვლავ შეძლებენ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელი ის ფიზიკური და იურიდიულ პირები, რომელთაც გააჩნიათ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში  საკუთრებად რეგისტრირებული არანაკლებ 0.25 ჰა –  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, გარდა საძოვარისა,  ან, რომლებიც მოახდენენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირველად რეგისტრაციას და დაზუსტებას.

პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალისწინებულია 1 ჰექტარზე  150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების  გაცემა.

პროგრამით მოსარგებლე ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ, დიზელის საწვავი მიმდინარე წლის განმავლობაში, ყოველთვიურად კონსოლიდირებულ ტენდერში დაფიქსირებულ ფასზე 20 თეთრით  იაფად  შეისყიდონ კომპანიის „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ საბითუმო ბაზებიდან, ხოლო  ავტოგასამართი სადგურებიდან, 16 თეთრის ფასდაკლებით.

საწვავის ბარათების გაცემა განხორციელდება დისტანციურად ვებგვერდის https://my.mepa.gov.ge საშუალებით, ფერმერებს ასევე შეეძლებათ ბარათები სოფლის განვითარების  სააგენტოს  რეგიონულ სამსახურებშიც მიიღონ.

 

თეგები: ლევან დავითიშვილი

დაკავშირებული სტატიები

No Content Available

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია