ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი არ განიხილება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს უშუალოდ იმ პირებთან მიმართებით, ვინც ჩაიდინა ძალადობა, მიმდინარეობს გამოძიება, დაკავებულია 21 პირი, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული და ამ მიმართულებით გრძელდება გამოძიება. შესაბამისად, ყველა პირის მიმართ, ვინც ჩაიდიან დანაშაული, შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება,“ – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.











