მომდევნო თვეებში უკვე დავინახავთ მოცემულობას, რომ ინფლაცია შემცირების მიმართულებით წავა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ეროვნული ბანკი ამ ინსტუმენტის გარდა იყენებს სხვა ინსტრუმენტებს. შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა, ამ ეტაპზე, საწორედ ეს ღონისძიება ჩათვალა ყველაზე ეფექტურად იმისათვის, რომ ინფლაციის ტემპი შენელდეს. ვფიქრობ, რომ ჩვენ მომდევნო თვეებში უკვე დავინახავთ მოცემულობას, რომ ინფლაცია შემცირების მიმართულებით წავა“, – აცხადებს ხუციშვილი.
ცნობისთვის, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი როგორც დოლართან, ასევე ევროსთან მიმართებით მცირედით გაუფასურდა.
ერთი დოლარის ღირებულება 3,4399 ლარი გახდა, რაც 0,01 თეთრით გაუფასურებას ნიშნავს. ევროსთან მიმართებით კი, ეროვნული ვალუტა 0,15 თეთრით გაუფასურდა და ერთი ევრო 4,1334 ლარს გაუტოლდა.











