მიმდინარე წლის 26 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
წყაროს მიხედვით, აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 89 500 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.050%-ით განისაზღვრა, მაქსიმალური 8.120%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი კი 8.112 %-ით.
“კუპონურმა საპროცენტო განაკვეთმა 8.125%-ს შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში” – ნათქვამია განცხადებაში.











