კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, მთავრობამ პრევენციის მიზნით დღეს, 26 ნოემბერს ახალი შეზღუდვები დააანონსა.
შეზღუდვების პარალელურად მთავრობამ სოციალური დახმარების პაკეტი მოამზადა, რომლის მიხედვითაც:
– საცალო ვაჭრობის ობიექტებში დასაქმებულები 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ.
– ამ სექტორში დასაქმებულებს სახელმწიფო დაეხმარება საბანკო სესხის გადავადებაში. 100-120 ათასი ბენეფიციარი მიიღებს ამ დახმარებას.
– 4 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები იქნება სუბსიდირებული.
(ანაზღაურდება ელექტროენერგიის გადასახადი იმ ოჯახისთვის, რომელსაც მოხმარებული აქვს 200 კვ.სთ.-მდე ელექტრო ენერგია, ასევე 200 კუბურ მეტრამდე გაზი).
– პირველი იანვრიდან ყველა ის ადამიანი, რომელმაც დაკარგა სამსახური, მიიღებს 1200 ლარიან დახმარებას. ეს დახმარება 6 თვეზე გადანაწილდება (თვეში 200 ლარი).
სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფ (65 000-დან 100 000 ქულის მქონე) ყველა ოჯახს 6 თვის განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან გადაეცემა 100-100 ლარიანი დახმარება (ჯამში 600 ლარი).
0-დან 100 000 სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომლებსაც ჰყავთ სამი ან მეტი 17 წლამდე ასაკის შვილი, ასევე გადაეცემათ 100-100 ლარიანი დახმარება 6 თვის განმავლობაში.
იგივე მოცულობის დახმარებაა გათვალისიწნებული 18 წლამდე შშმ პირებისთვისაც.











