დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში ფიროსმანის სახლ-მუზეუმი მუშაობას წყვეტს.
მუზეუმის დირექტორის, დალი აბაშიძის განმარტებით, მიზეზი ერთ-ერთი თანამშრომლის კორონავირუსით ინფიცირება გახდა.
„ერთ-ერთ თანამშრომელსა და მისი ოჯახის წევრებს კოვიდ- 19 დაუდასტურდათ. ამიტომ გადავწყვიტეთ, მივმართოთ სააგენტოს მუშაობის შეჩერების თაობაზე. ეპიდემილოგები გვეტყვიან, რა ვადაში უნდა აღვადგინოთ საქმიანობა“, – განაცხადა აბაშიძემ.
„პრაიმტაიმნიუსის“ ინფორმაციით, ინფიცირებულ პირებს შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან.
ბოლო მონაცემებით, კახეთის რეგიონში, 3723 ინფიცირებული პირია, აქედან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, 327 მოქალაქე.
სექტემბრიდან დღემდე, რეგიონში 26 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











