ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ორშაბათიდან გარკვეული შეზღუდვები მოიხსნება, თუმცა ფიტნეს ცენტრები და აუზები კვლავ დახურული იქნება.
„შედარებით მომატებული რისკის გამო, ფიტნეს ცენტრები და აუზები კვლავ დახურული იქნება“, – განაცხადა მინისტრმა.
„გვრჩება კიდევ გარკვეული მცირე რაოდენობა საქმიანობები შეზღუდული, გვესმის ყველას პრობლემაა. ეს არის ფიტნესცენტრები, ეს არის აუზები, შედარებით მომატებული რისკის საქმიანობაა, მაგრამ შემდეგ ეტაპზე განვიხილავთ ამ საქმიანობაზე შეზღუდვების მოხსნას პროტოკოლის დაცვით. ამ ეტაპზე, ჯერ ამაზე არ ვსაუბრობთ. ვსაუბრობთ ტრენინგებზე, კონფერენციებზე, საგამოფენო ღონისძიებებზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.











