fbpx
02/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ფლოიდი და მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი ერთმანეთს იცნობდნენ – ახალი დეტალები

07:33 ივნისი 11, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
2k
ნახვა

ჯორჯ ფლოიდი და მის გარდაცვალებაში ბრალდებული პოლიციელი, დერეკ ჩაუვინი ერთმანეთს კარგად იცნობდნენ.

მათ ერთმანეთთან სიტყვიერი დაპირისპირების ისტორიაც ჰქონდათ. ამის შესახებ იმ ღამის კლუბის ყოფილმა თანამშრომელმა, დევიდ პინმა განაცხადა, სადაც ჩაუვინი და ფლოიდი ერთად მუშაობდნენ. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

დევიდ პინის თქმით, ორივე მათგანი ღამის კლუბის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. როგორც ის აღნიშნავს ფლოიდი და ჩაუვინი ერთმანეთს „ძალიან კარგად“ იცნობდნენ.

მათ შორის დაპირისპირების მიზეზი კი, დერეკ შოვინის განსაკუთრებულად აგრესიული დამოკიდებულება იყო კლუბის ერთ-ერთი მფლობელის მიმართ, რამაც უსიამოვნება წარმოშვა.

„ისინი თავებით დაეჯახნენ“, განაცხადა დევიდ პინიმ.

ფლოიდის ოჯახის ადვოკატს ჩაუვინის ბრალდების გადაკვალიფიცირება სურს. კერძოდ, ისინი მესამეს ნაცვლად, პირველი ხარისხის მკვლელობის მუხლს ითხოვენ.

ფლოიდის ოჯახს სჯერა, რომ 25 მაისის ღამეს მომხდარი ინციდენტი, რასაც ფლოიდის გარდაცვალება მოჰყვა, ნაწილობრივ პირადი მოტივით იყო განპირობებული.

ოჯახი დარწმუნებულია, რომ დერეკ შოვინმა დაკავების მომენტში კარგად იცოდა, თუ ვინ იყო ეჭვმიტანილი.

ღამის კლუბის მფლობელის, მაია სანტამარიას განცხადებით, ის შოვინს 17 წლის განმავლობაში უხდიდა ხელფასს უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, რომელსაც დერეკი კლუბის გარეთ ავტომობილში მოცდით ასრულებდა.

სანტამარიას განცხადებით, ორივე მათგანი კლუბში სამშაბათ დღეს მუშაობდა.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა დერეკ შოვინს პრობლემა ფერადკანიან ადამიანებთან, სანტამარია ასე პასუხობს: „ვფიქრობ, მას ეშინოდა და დაშინებული იყო“.

შეგახსენებთ, რომ პოლიციის ოფიცრის ქმედებას შეწირული ჯორჯ ფლოიდი მშობლიურ ქალაქ ჰიუსტონში 9 ივნისს დაკრძალეს.

ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს აშშ-ში პროტესტი და არეულობა მოჰყვა. აქციები ძალადობისა და რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმდინარეობდა.

რამდენიმედღიანი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, ვაშინგტონის საოლქო საბჭომ პოლიციის რეფორმის გეგმა დაამტკიცა.

ჰიუსტონის მერმა 9 ივნისი ფლოიდის დღედ გამოაცხადა.

თეგები: მსოფლიო სამართალი

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

აშშ რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული პოლ უილანის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

ივნისი 15, 2020
791
მსოფლიო

რუსეთის წინააღმდეგ ჯაშუშობაში ბრალდებულ პოლ უილანს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ივნისი 15, 2020
809
მსოფლიო

ფილიპინელი ჟურნალისტი მარია რესა „კიბერ ცილისწამებისთვის“ დამნაშავედ ცნეს

ივნისი 15, 2020
807

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია