ფლორიდაში 12-სართულიანი საცხოვრებელი შენობის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 94-მდე გაიზარდა. 22 ადამიანს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.
ინფორმაციას ამის შესახებ CNBC-ი ავრცელებს.
სამძებრო სამუშაოები ნანგრევების ადგილზე უკვე მესამე კვირაა, მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ფლორიდაში, მაიამის მახლობლად მდებარე 12-სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი 24 ივნისს ნაწილობრივ ჩამოინგრა.
ჯერჯერობით შენობის ჩამონგრევი მიზეზი უცნობია.









