ფონიჭალაში მომხდარ ავარიას კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 2 მცირეწლოვანი და ორი ზრდასრული ქალი – ასეთია საზარელი ავარიის ტრაგიკული დასასრული.
გარდაცვლილი 25 წლის ახალგაზრდა ქალია, რომელთან ერთადაც მისი 4 წლის შვილი ადგილზე დაიღუპა. ასევე, გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალის დედაც.
გარდაიცვალა კიდევ ერთი 7 წლის ბიჭი, რომელიც თავდაპირველად საავადმყოფოში გადაყვანეს.
არსებული ინფორმაციით, ოჯახი ქორწილიდან სახლში უნდა დაბრუნებულიყო, რა დროსაც, ავტომობილში ჩასხდომისას, 7 მათგანს, მანქანა დაეჯახათ. სწორედ ამ დროს გარდაიცვალა 25 წლის გოგო შვილთან ერთად. 7 წლის ბიჭი და ქალის დედა საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ.
ამ დროისთვის, 3 დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამის მკურნალობას გადის.











