fbpx
07/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

“ფორმულას” ჟურნალისტის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს სახალხო დამცველი ეხმაურება

19:04 აპრილი 9, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
786
ნახვა

ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს სახალხო დამცველი ეხმაურება.

ომბუდსმენი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლების მიმართ განხორციელებული თავდასხმები.

“9 მარტს გავრცელდა ინფორმაცია ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლების მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ. მაუწყებლის ცნობით, ერთ-ერთ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ხოლო მეორეს – ავტომანქანა დაუზიანეს. დაზარალებულები თავდასხმებს კრიტიკულ მედიასაშუალებაში საქმიანობას უკავშირებენ.

გასათვალისწინებელია, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში ეს არ არის ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური თავდასხმის პირველი შემთხვევა. 25 თებერვალს ჟურნალისტური საქმიანობის გამო, თავს დაესხნენ ტელეკომპანია „ფორმულას“ მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანს ვახო სანაიას. მედიის წარმომადგენლების და მათთან დაკავშირებული პირების მიმართ ბოლო პერიოდში გახშირებული ფიზიკური ანგარიშსწორების, მუქარის და დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტების თაობაზე სახალხო დამცველი საკმაოდ ვრცლად საუბრობს თავის 2020 წლის ადამიანის უფლებების ანგარიშში.

სახალხო დამცველი გმობს მედიის წარმომადგენელთა მიმართ ჩადენილ ყველა სახის ძალადობას და ხაზგასმით აღნიშნავს თავისუფალი და კრიტიკული მედიაგარემოს სასიცოცხლო როლს დემოკრატიული საზოგადოებისთვის ისევე, როგორც მის განსაკუთრებულ ფუნქციას ქვეყანაში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემის მიმართულებით.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლების მიმართ განხორციელებული თავდასხმები. ამასთან, დაუსჯელობის გარემოს შექმნისა და წახალისების თავიდან აცილების მიზნით, გამოკვეთონ და დააყენონ შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი ჟურნალისტთა და ტელეკომპანიების წარმომადგენელთა წინააღმდეგ წარსულში ჩადენილ დანაშაულებრივ ინციდენტებთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა რელევანტურ უწყებას და თანამდებობის პირს, უზრუნველყონ მედიის წარმომადგენლების მიერ საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებისთვის უსაფრთხო და ხელშემწყობი გარემოს შექმნა.”, – ნათქვამია განცხადებაში.

თეგები: ომბუდსმენისახალხო დამცველიფორმულა

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

სახეზეა უფრო საშიში გართულების მაღალი ალბათობა, რაც შესაძლოა ლეტალური შედეგით დასრულდეს – ომბუდსმენი

ნოემბერი 19, 2021
927
პოლიტიკა

სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი შექმნა

ნოემბერი 16, 2021
821
მთავარი ამბავი

ომბუდსმენი – სააკაშვილი სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით, წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს იღებდა

ნოემბერი 6, 2021
805

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია