ფოთის ილია ჭავჭავაძის სახელობის მე-5 საჯარო სკოლის მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
სასწავლო პროცესის გაგრძელებასთან დაკავშირებით, სკოლის ადმინისტრაცია ეპიდემიოლოგების მითითებების შემდეგ, მიიღებს გადაწყვეტილებას.
„თუ ბევრი კონტაქტი არ ყავს ინფიცირებულს, ამ ერთი შემთხვევის გამო ვერ შევწყვეტთ სწავლას. ის კლასის ხელმძღვანელი არ იყო და როგორც ვიცი ბევრი კონტაქტი არც ჰქონია. დირექტორს დაუკავშირდებიან ეპიდემიოლოგები და ამის შემდეგ სკოლა მიიღებს გადაწყვეტილებას”, – განაცხადა საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა, გოჩა ქორქიამ.











