ფოთში, 19 წლის შვილი სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მეზობლების თქმით, სამსახურიდან დაბრუნებულ დედას, შვილი საძინებლში გარდაცვლილი დახვდა.
გარდაცვალების გამომწვევი მიზეზი უცნობია. ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება და ამის შემდეგ გაირკვევა ტრაგედიის მიზეზი.
გარდაცვლილი გოგო ნინო წოწონავაა.
„შოკირებულები ვართ, ერთმანეთის მეტი არავინ ჰყავდათ… დედამ გაზარდა ნინო…სკოლა შარშან ოქროს მედალზე დაამთავრა. არც რაიმე გვსმენია,რომ ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა”,- ამბობენ მეზობლები.











