„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ფოთში, განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
მომხდარი ფაქტის მოტივად კი ძმის მკვლელობის გამო შურისძიება სახელდება.
საქმე ეხება 2006 წელს მომხდარ ინციდენტს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინს, ფოთის ცენტრში საკუთარ ავტომობილში 43 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. თვითმხილველთა ინფორმაციით, მას ცხრა ტყვია აქვს მოხვედრილი. 43 წლის მამაკაცი გურამ ახალაიაა. იგი შვილს ელოდებოდა, რომელიც ფოთის საზოგადოებრივ ცენტრში იყო შესული. მამაკაცი რამდენიმე წელი ემიგრაციაში იყო.











