fbpx
18/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ფოთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ შალვა შალიკაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

14:51 თებერვალი 7, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
823
ნახვა

ფოთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ შალვა შალიკაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი აფშილავამ აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო. სასამართლო პროცესი დისტანციურად გაიმართა.

ადვოკატებმა ბრალდებულის გათავისუფლების სანაცვლოდ მოსამართლეს 30 000 ლარიანი ოდენობის გირაო შესთავაზეს. თუმცა ირაკლი აფშილავამ არ გაითვალისწინა. ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებენ.

„სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა, ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების თაობაზე. უნდა აღვნიშნო, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად უკანონო. სასამართლო და პროკურატურა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საერთოდ გასულები არიან სამართლებრივ ჩარჩოდან, აბუჩად იგდებენ ადამიანის უფლებებს.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მიღწეული არ არის, არა თუ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, რაც აუცილებელია აღმკვეთი ღონისძიების გამოყენებისას, არამედ საერთოდ რაიმე ღირებული ნივთმტკიცებაც მოპოვებული არა აქვთ. სენსაციური იყო როდესაც დავსვით კითხვა პროკურორის დიმიტრი ხვიტიას მიმართ, როდესაც ვთხოვეთ, რომ ბატონი მოსამართლის წინაშე დაესახელებინა თუნდაც ერთი პირდაპირი ნივთმტკიცება, პროკურორმა განაცხადა, რომ ასეთ ნივთმტკიცებას მოიპოვებენ მომავალში. ანუ, მომავლის იმედზე მოსამართლე უფარდებს პატიმრობას. სასამართლო ვერ აღმოჩნდა სათანადო სიმაღლეზე.

სასამართლო დაკავებულია პროკურატურის უკანონო მოთხოვნების რეგისტრაციით. სხვათა შორის, დაკავებული ადრეც იყო ნასამართლევი. 9 წელი მოიხადა სრულიად უდანაშაულოდ ციხეში. შემდეგ სტრასბურგის სასამართლოს მიერ იქნა გამართლებული,“- განაცხადა ადვოკატმა მარლენ კაზანჩიმ.

შალიკაშვილის ადვოკატები საქმის გასაჩივრებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გეგმავენ. შეგახსენებთ, 4 თებერვალს ფოთში, შსს-ს მომსახურების სააგენტოსთან საკუთარ ავტომობილში, შვილის თვალწინ ახალგაზრდა მამაკაცი, გურამ ახალაია ჩაცხრილეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი შურისძიებაა. მკვლელობის ფაქტზე შსს-მ შალვა შალიკაშვილი ცხელ კვალზე დააკავა. მას ბრალი სსკ-ის 108-ე მუხლით აქვს წარდგენილია, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

ავტორი: თეა შონია

თეგები: მკვლელობა

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ქალი მოკლეს

იანვარი 30, 2022
772
მთავარი ამბავი

ხელვაჩაურში მამაკაცმა ცოლ-შვილი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა

დეკემბერი 9, 2021
855
სამართალი

ერთი ძმის მკვლელობისთვის და მეორე ძმის დაჭრისთვის სამართალდამცველებმა თბილისში ბრალდებული დააკავეს

ოქტომბერი 17, 2021
843

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია